Thursday, January 9, 2014

„ქინდლი რეალურ ცხოვრებაში“

Amazon Kindle-ამაზონმა გამოუშვა პირველი თაობის კინდლი 19 ნოემბერს, 2007, 399$-ად. ის გაიყიდა 5 საათ ნახევარში და არ იყო ამაზონის საწყობში აპრილის ბოლომდე, 2008. ის ერთადერთი კინდლია რომლის მეხსიერებაც შეიძლება გაიზარდოს SD მეხსიერების ბარათით. მოწყობილობას გააჩნია 6 დუიმინი(დიაგონალურად) 4-დონიანი შავ-თერი ეკრანი და 250მბ შიდა მეხსიერება. ამაზონს არ გაუყიდია იგი შეერთებული შტატების გარეთ.10 თებერვალს, 2009, ამაზონმა დააანონსა კინდლი 2. გაყიდვაში გამოვიდა 23 თებერვლიდან, 2009. მას შეეძლო ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა და ჰქონდა 2 გბ შიდა მეხსიერება. 24 ნოემბერს, 2009, ამაზონდა გამოუშვა პროგრამის განახლება რომელმაც გაზარდა ბატარიის დრო 85%-ით და წარმოადგინა PDF მხარდაჭერა.7 ოქტომბერს, 2009, გამოუშვა საერთაშორისო ვერსია რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა.ამაზონმა დააანონსა კინდლი DX 6 მაისს, 2009. მას ჰქონდა დიდი ეკრანი, PDF მხარდაჭერა და აქსელერომეტრი. იყო უფრო მოსახერხებელი გაზეთების და სახელმძღვანელოების წასაკითხად.1 ივლისს, 2010, ამაზონმდა გამოუშვა ახალი ვერსია კინდლი DX "Graphite" ახალი ელ მელნიანი ეკრანით.ამაზონმა დააანონსა ახალი თაობის კინდლი 28 ივლისს, 2010. ამაზონი არ იხსენიებდა მას როგორც კინდლი 3 მაგრამ მას მიმომხილველები ხშირად ზუსტად ასე იხსენიებდნენ. ეს კინდლი ხელმისაწვდომი იყო 2 ვერსიად. ერთი Wi-Fi კავშირით, US$139, და მეორე, ორივე 3G და Wi-Fi კავშირით. ორივე იყენებდა ახალ E ink "Pearl" ეკრანს.28 სექტემბერს, 2011, ამაზონმა დაანონსა ახალი მოდელი $79 და $109, რეკლამებით და მათ გარეშე შესაბამისად. შეინარჩუნა ძველი 6’’ ეკრანი და დაამატა ექსპერიმენტული ვებ ბრაუზერი. აქვს 9 ღილაკი, კლავიატურა ეკრანზე, 2გბ მეხსიერება და 2 თვიანი ბატარიის ტევადობა      ქინდლი.